ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ უფლებადამცველებს ხაბეიშვილთან არ უშვებენ - ასევე, სახალხო დამცველს მოუწოდებენ, დაკავებული მოინახულოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავენ.

როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, უკვე 2 საათია, რაც დაკავებულ ხაბეიშვილთან ადვოკატებს არ უშვებენ.

როგორც ის აღნიშნავს, იმისათვის, რომ ხაბეიშვილს სწრაფი იურიდიული მომსახურება გაეწიოს, მასთან უფლებადამცველები უნდა შეუშვან.

ტყეშელაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, უწყებასთან გამოცხადდეს და დაკავებული პოლიტიკოსი მოინახულოს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი