სოფო ჯაფარიძე - ბრძოლა იქნება უკომპრომისო - დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს, გავაფორმებთ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს

გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, 4 ოქტომბერს მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ერთ მუშტად შეიკრას.

„რეჟიმი არის შეშინებული, არის სრულ პანიკაში, სრულ ისტერიკაში იმიტომ, რომ ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ დიახ, იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. ზუსტად იციან, რომ დასრულებულები არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე. არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, უკომპრომისოდ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია გამარჯვებამდე. გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ და თითოეულ სინდისის პატიმარს მივმართავ, არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, ვართ თქვენს გვერდით და ვართ ისეთი ძლიერები, როგორიც არასოდეს. დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს, გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის