ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილმა აღიარა მარცხი - 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირეა

ივანიშვილმა აღიარა მარცხი. „პიჟონმა“ მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს 4 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია. ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს, ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით, მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში. არანაირი გრძელვადიანი. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში“, - წერს ლევან ხაბეიშვილი

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დააკავეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი