პაატა მანჯგალაძე - მეც შემიძლია გავიმეორო იგივე - ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც არ შეასრულებენ უკანონო დავალებას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიუჯეტიდან პრემიას მიიღებენ

მეც შემიძლია გავიმეორო იგივე - ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც არ შეასრულებენ უკანონო დავალებას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიას მიიღებენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება მიუთითებს და ამტკიცებს, რომ ადგილი და აქციის ის შინაარსი, რაზეც ხაბეიშვილი 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის შესახებ საუბრობდა, არის სწორი, ამის რეჟიმს ძალიან ეშინია. რომ ეშინია, ამაზე მეტყველებს ის, თუ რა ფორმით დააკავეს და რა აბსურდული ბრალდებით. მეც შემიძლია გავიმეორო იგივე - ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც არ შეასრულებენ უკანონო დავალებას, მიიღებენ პრემიას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აბსურდია ამის გამო ადამიანის დაკავება. მივმართავ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, მნიშვნელოვანია, ჩვენ არ ვისაუბროთ პარტიულობაზე და იმაზე, რომელ პარტიას წარმოვადგენთ. რაც ნაკლებად გავუსვამთ პარტიულობას ხაზს და ვიქნებით ყველაზე დიდი პარტიის - საქართველოს სადარაჯოზე, ამით გავიმარჯვებთ. ასევე, ძალიან კარგია მოწოდებები სოლიდარობაზე, მაგრამ ახლა არის მოქმედების დრო. დარწმუნებული ვარ, ხვალაც და განსაკუთრებით, 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იტყვის სიტყვას იმ რეჟიმზე, რომელსაც ქართველ ხალხთან არც პოლიტიკური და არც მორალური უპირატესობა არ გააჩნია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას დაკავებაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს იყო პროვოკაცია მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ“.

„ჩემი ტელეფონი რომ გადმოგცეთ თქვენ, ეს არანაირი დანაშაული არ არის, ამას თქვენც მიხვდებით, იურიდიული განათლებაც არ სჭირდება“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო