კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე - ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა

ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა - რა განსხვავებაა, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არის ის, როცა პოლიციელს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სთავაზობ ქრთამს.

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება. ვიმეორებ, ქრთამის შეთავაზება ჩვეულებრივად არის დასჯადი. რა მნიშვნელობა აქვს საჯაროდ შესთავაზა თუ... ფარულად რომ ყოფილიყო ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ხვდება, პირობითად, სამართალდამცავს ან სამართალდამცავებს და გაეკეთებინა შეთავაზება, დაპირება ქრთამის მიცემაზე, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში? რა განსხვავებაა ამაში, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! რა იყო ხაბეიშვილის მიზანი, მე ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი. არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, თვითონ გააკეთებს განმარტებებს, როცა მიეცემა საშუალება. რაც შეეხება კითხვას, ჩვენს საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რა შუაშია საარჩევნო დაპირება? კაცი დანაშაულს ჩადის და საარჩევნო დაპირება დანაშაულთან რა კავშირშია?! დანაშაული არის ის, როცა შენ ქრთამს სთავაზობ, ამ შემთხვევაში, პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო