გაერთიანებული სამეფო უკრაინის დასახმარებლად 142 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდასაჭერად 142 მილიონი ფუნტის (160 მილიონ ევროზე მეტი) ოდენობის დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა, რომელიც უკრაინას საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტით სტუმრობს, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ზამთრისა და მომავალი წლის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად 142 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი ფრონტის ხაზზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. ეს მოიცავს წყლისა და გათბობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების შეკეთებას, საარსებო წყაროებისა და სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას.

42 მილიონი ფუნტი სტერლინგი კი, მოახლოებული ზამთრის ფონზე, ელექტროენერგიის ქსელში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რემონტის ჩატარებასა და გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კრიტიკული დაცვის უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

„ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, დღეს გამოცხადებული სიცოცხლის გადამრჩენი დაფინანსებით, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის 100-წლიანი პარტნიორობითა და „მსურველთა კოალიციის“ ხელმძღვანელობის მეშვეობით, უკრაინის გვერდით ვიქნებით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. პუტინის მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, საერთაშორისოდ მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხება და გაჭიანურება, ასევე ადამიანის სიცოცხლისადმი მისი აშკარა გულგრილი დამოკიდებულება უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო