ვოლოდიმირ ზელენსკი - კიტ კელოგი Patriot სისტემაზე უკეთესი საჰაერო თავდაცვაა, მზად ვარ, მას უკრაინის მოქალაქეობა მივანიჭო

კიტ კელოგი Patriot სისტემაზე უკეთესი საჰაერო თავდაცვაა, მზად ვარ მას უკრაინის მოქალაქეობა მივანიჭო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამოსვლის დროს განაცხადა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გენერალ [კიტ] კელოგს. აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც Patriot-ს არ ჩამოუვარდება.

ამაზე ნამდვილად საუბრობენ ყოველ ჯერზე, როდესაც აქ იმყოფებით. როდესაც კიევში ხართ, კიეველებს ნამდვილად შეუძლიათ ცოტათი გამოიძინონ…

მზად ვარ გენერალ კელოგს მოქალაქეობა მივანიჭო. ყველაფერი, რაც საჭიროა - ბინა, ყველაფერი, რაც საჭიროა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო