საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე - ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩემი დაკითხვა იყო არაოფიციალური - დაკითხვის მიზანი იყო, რომ დანაშაული მეღიარებინა

საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, დენის შურავლოვი, ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩატარებულ დაკითხვას აფასებს როგორც არაოფიციალურს.

მისი თქმით, 11 სექტემბერს თბილისის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არაოფიციალური დაკითხვა ჩაატარეს, რომლის მიზანიც მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება იყო.

„გუშინ, 11 სექტემბერს, ვიყავი ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში. გამომიძახეს დაკითხვაზე. ეს დაკითხვა იყო არაოფიციალური. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ თბილისიდან. დაკითხვის მიზანი იყო ის, რომ ვაღიარო დანაშაული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაიძულეს დამელია წყალი, რაზეც უარი ვთქვი.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა დალია წყალი, იმის საჩვენებლად, რომ არ იყო საწამლავი. შემდეგ მითხრა დალიეო და მეც იძულებული ვიყავი, დამელია.

მე არ ვიცი გამოძიების მიმდინარეობა. მაქვს ვარაუდი, რომ იყო მეორადი დათვალიერება სასტუმროს ნომრის, რომელიც მდებარეობს ბათუმში, აეროპორტის ქუჩაზე, სასტუმრო “ბ25”, ოთახი 207. თუ იყო განმეორებითი ჩხრეკა, ვვარაუდობ, რომ ეს მოხდა ჩემი დაკითხვის შემდეგ. ვვარაუდობ, რომ ამ ჭიქაში იპოვეს ნარკოტიკული საშუალება. ჭიქა იყო ერთჯერადი”,- აცხადებს ბრალდებული.

შურავლოვი დაკავების გარემოებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოფიციალურ ოქმში დრო მცდარად არის დაფიქსირებული.

„დღეს გავეცანი დაკავების ოქმს. უარი მითხრეს ასლის მოცემაზე, რადგან ქართულ ენაზე იყო. მაგრამ შევძელი გამერკვია, რომ დამაკავეს ბათუმში 17:15 , რაც არ არის სიმართლე. მე დამაკავეს სარფის ხიდთან, სადაც არის ბათუმის ნაგავსაყრელი. პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ეს იყო დაახლოებით 12 საათზე. მე დავამტკიცებ იმას, რომ დაკავება მოხდა 12 საათზე”,- განაცხადა დენის შურავლოვმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო