დონალდ ტრამპი - მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს

მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მზად ვერ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდება, ერთი და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. როგორც იცით, ნატო-ს მიერ გამარჯვების მიმართ ერთგულება 100%-ზე ბევრად ნაკლებია და ზოგიერთი მათგანის მიერ რუსული ნავთობის შეძენა პირდაპირ შოკისმომგვრელია! ეს რუსეთის წინაშე მოლაპარაკებებში თქვენს პოზიციასა და ძალას მნიშვნელოვნად ასუსტებს. მე მზად ვარ, რომ ეს „გავაკეთო“. თქვენ უბრალოდ თქვით, როდის?“, - წერს დონალდ ტრამპი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს ქვეყნებს ჩინეთის წინააღმდეგ 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„მჯერა, რომ ეს და ასევე, ნატო-ს, როგორც ჯგუფის მიერ, ჩინეთის წინააღმდეგ 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც გაუქმდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის დასრულებაში დიდ წვლილს შეიტანს. ჩინეთს რუსეთზე ძლიერი კონტროლი და გავლენა აქვს, ეს ტარიფები კი ამ კონტროლს დაასუსტებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტრამპი აღნიშნავს, რომ „ეს მისი ომი არ არის, არამედ ეს ბაიდენისა და ზელენსკის ომია“.

„აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ამ ომის დასრულებას ხელი შევუწყო და ათასობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლე გადავარჩინო. (მხოლოდ გასულ კვირას 7118 ადამიანი დაიღუპა. ეს სიგიჟეა!). თუ ნატო იმას გააკეთებს, რასაც მე ვამბობ, მაშინ ომი ძალიან სწრაფად დასრულდება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც მოხდება. თუ ასე არ გააკეთებთ, მაშინ თქვენ ჩემს დროს კარგავთ, ასე აშშ-ის დროს, ენერგიასა და ფულს“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის