მარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, - ინფორმაციას The Time of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს შეხვედრას გამართავენ და იერუსალიმში „დასავლეთის კედელს“ მოინახულებენ.

ისრაელში გამგზავრებამდე რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ უკმაყოფილოა კატარში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმით, თუმცა ეს თავდასხმა ვაშინგტონის ისრაელთან მოკავშირის სტატუსს არ შეცვლის.

რუბიოს თქმით, სურს ისრაელის ოფიციალური პირებისგან მიიღოს პასუხები იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ღაზასთან დამოკიდებულ სამომავლო გეგმებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს „ჰამასის“ დამარცხება, მას სურს ომის დასრულება, სურს 48 მძევლის სახლში დაბრუნება, მათ შორის გარდაცვლილების და მოგვიწევს განვიხილოთ, თუ როგორ იმოქმედა გასული კვირის მოვლენებმა ამის მოკლე დროში მიღწევის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მოკავშირე კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ლიდერებს შეუტია, რომლებიც კატარში, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების განსახილველად იმყოფებოდნენ. გუშინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად სამიზნე ლიდერების ლიკვიდაცია ვერ განხორციელდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა