რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა კრემლის მიერ ნატო-ს გამოცდა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა იყო კრემლის მცდელობა, გამოეცადა ნატო-ს რეაქციები სრულმასშტაბიანი რეაგირების გამოწვევის გარეშე.

სიკორსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით არ იყო დატვირთული.

„საინტერესოა, რომ ისინი ყველა ცარიელი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ჩვენი გამოცდა ომის დაწყების გარეშე სცადა“, - განუცხადა სიკორსკიმ კიევში Guardian-ს.

მან უარყო ვარაუდები, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა შეჭრისთვის მოუმზადებელი იყო.

„დრონებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს და ობიექტებს მცირე ზიანი მიადგა, არავინ დაშავებულა. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, უკრაინის განმარტებით, ეს 100%-იან წარმატებად ჩაითვლებოდა“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი მტკიცებით, პოლონეთის პასუხი გაცილებით უფრო მკაცრი იქნებოდა, თავდასხმის შედეგად რომ ვინმე დაღუპულიყო, ან დაშავებულიყო.

„პუტინის მსგავსი აგრესორისა და მატყუარას შემთხვევაში მხოლოდ ყველაზე მკაცრი საპასუხო ზეწოლა მუშაობს“, - განაცხადა სიკორსკიმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს