კიტ კელოგი - რუსეთი ომს აგებს - პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა

რუსეთი, რეალურად, ბრძოლის ველზე არ იმარჯვებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მას ეს შეკითხვა პუტინთან სამიტამდე დაუსვა.

„იმარჯვებს თუ არა რუსეთი? ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეკითხვა დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. მე კი ვუთხარი: „ბატონო პრეზიდენტო, ნუ მომისმენთ მხოლოდ მე. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი გარეთ გელოდებათ. ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

კელოგის მტკიცებით, მან და კეინმა ტრამპს ერთი და იგივე პასუხი გასცეს.

„დენმაც იგივე თქვა. ისინი იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია, ისაუბროს იმდენი, რამდენიც უნდა“, - აღნიშნა კელოგმა და დასძინა, რომ სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.

„პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნეპრის დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. სინამდვილეში, რუსეთი ამ ომს აგებს“, - აღნიშნა კელოგმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა