გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია

ხოშტარიას დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია , - ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

მისი თქმით, ეს არის ივანიშვილის „არაკონსტიტუციური რეჟიმის“ მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი „უტიფარი მაგალითი“.

"წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ თუ ირიბად აორგანიზებდა არა უბრალოდ სიმბოლურ პროტესტს და დაზიანებას ოპონენტების ბანერების თუ ოფისების გარე სახის, არამედ ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ ისჯებოდა. უამრავი მასალა არსებობს ამაზე და მაქსიმუმ ადმინისტრაციული წესით დაესაჯათ ვინმე და ეს იყო სტანდარტი.

მეგი დიასამიძის შემთხვევაში ეს ყველაფერი აიყვანეს სისხლის სამართლებრივ დევნაში, რადგან მათ წინააღმდეგ იყო მიმართული და ახლა ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც იმავეს აკეთებენ.

ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ამ არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს