საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო - პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნენ.

სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ადგილზე რამდენადმე პირი ადგილიდან გაიყვანა და სავარაუდოდ, დააკავა.

ასევე, აქციის მონაწიელების თქმით, პოლიციამ ერთი პირი, პროტესტის მონაწილე, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა. ისინი ადგილზე ადვოკატის შეშვებას ითხოვენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია