მარკო რუბიო - გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება სანქციების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს - ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს

ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიცა რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციები ევროპამაც უნდა დააწესოს.

„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ვადებს ხელოვნურად არ დაასახელებს“.

„მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა