მარკო რუბიო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე - სრულად გვესმის, რა სანქციებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და შესაძლოა, პრეზიდენტმა ამის გაკეთება გადაწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონის ადმინისტრაციას ესმის, თუ რა სანქციები შეიძლება დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.

„სრულად გვესმის, რა სანქციებია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში პრეზიდენტმა ამის გაკეთება გადაწყვიტოს. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ის არ აპირებს ხელოვნურად გამოაცხადოს ვადები. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც იგივე გააკეთოს“ - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქტებს ყიდულობენ, მათ შორის რუსულ ნავთობს.

„პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, თავად დააწესონ სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა