სკოტ ბესენტი - გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება

თუ ევროპა თავის წვლილს შეიტანს რუსეთის მიერ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაში, უკრაინაში ომი, შესაძლოა, 2-3 თვეში დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Reuters-თან და Bloomberg-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.

„ველით, რომ ევროპელები ახლა შეასრულებენ თავიანთ წვლილს, ჩვენ ევროპელების გარეშე წინ არ მივდივართ“, - განაცხადა ბესენტმა კითხვაზე, დააწესებს თუ არა აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ ტარიფებს ჩინურ საქონელზე.

ბესენტმა გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა კი ყიდულობს შეღავათიანი ტარიფებით შეძენილი რუსული ნედლი ნავთობიდან ინდოეთში გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს და ხელს უწყობენ კონფლიქტის დაფინანსებას საკუთარ „უკანა ეზოში“.

„გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება, რადგან ეს მოსკოვის შემოსავლის მთავარ წყაროს შეწყვეტს“, - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, აშშ მზად იქნება ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა განიხილონ უფრო მკაცრი სანქციები რუსული სუბიექტების, მათ შორის ნავთობის მსხვილი კომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ, ასევე გადადგას ნაბიჯები რუსეთის სუვერენული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა.

მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების მცირე ნაწილების თავდაპირველად ჩამორთმევით ან მათი სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციაში განთავსებით, რომელიც შეიძლება უკრაინისთვის სესხის უზრუნველყოფის სახით გამოიყენონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა