ბექა დავითულიანის შეფასებით, ელენე ხოშტარია მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ ის დაეკავებინათ

კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ ის დაეკავებინათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხოშტარიამ დააზიანა სხვისი ქონება, დაარღვია კანონი, რის გამოც დააკავეს.

„ფაქტი იყო, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობდა, რაღაცნაირად დაეკავებინათ. დააზიანა სხვისი ქონება, დააკავეს. ასეთი ამოცანა და მიზანი არავის არ ჰქონდა, უბრალოდ მიზანმიმართულად დაარღვია კანონის ისეთი მუხლი, რამაც დაკავება გამოიწვია.

რაც შეეხება 4 ოქტომბერს და ჩემს პოზიციას, აქ სიტუაციის განვითარება იქნება მარტივი - ერთი მხარე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მეორე მხარე ქუჩაში დებოშს მოაწყობს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს