პრემიერი - შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე - ყველას მოვუწოდებ, ფრთხილად მოეკიდონ რიტორიკას, სახელმწიფო და კანონი იქნება სათანადოდ მკაცრი

ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე, ყველას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, სახელმწიფო და კანონი იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა - ეს არის არჩევნები და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.

„რაც შეეხება ზოგადად ტერმინებს, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ეს არის არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და ამ არალეგიტიმურ ზომებზე პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში. ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე და ა.შ. ასეთ ტერმინებს ხშირად ისმენთ და ასეთ პრაქტიკას ვერ გავაგრძელებთ. აქაც, ისევე როგორც კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართაც გვექნება განსხვავებული, მკაცრი მიდგომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, თან ვისგან - როდესაც ნაცებისგან ისმენ 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა