ბრიტანელი პარლამენტარი - ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს ხალხს

ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს, - ამის შესახებ ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმს მაკკლირმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს.

“ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის, არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დიდი ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს და ამცირებს, როგორც აქ [ბრიტანეთში}, ასევე, საზღვარგარეთ…

მაგალითად, საქართველოში, ძალიან მაღალი ფსონებია. გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა, რამაც ერი აღაშფოთა და სადაც გამოკითხვები ევროპასთან ინტეგრაციისადმი ყოველთვის აბსოლუტურ მხარდაჭერას აჩვენებს.

მას შემდეგ დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს, თითქმის, ყოველდღიურად ავსებენ, უძლებენ ხელკეტებსა და წყლის ჭავლს, რათა თქვან, რომ “მომავალი ჩვენია”.

ზაფხულის განმავლობაში “ქართული ოცნების” მთავრობამ დაიწყო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება. სულ რამდენიმე კვირის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის წამყვანი ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს. და გუშინ კიდევ ერთი წამყვანი ოპოზიციონერი, ელენე ხოშტარია დააპატიმრეს. შემზარავი დანაშაული, რომელსაც აბრალებენ? - თბილისის მერის საარჩევნო პოსტერების დაზიანება.

თუ როგორ ვუპასუხებთ დემოკრატიისადმი ამ გამოწვევებს, ისევე, განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი უფლებების შეზღუდვას ხედავენ…

დემოკრატია უბრალოდ საარჩევნო ყუთი არ არის. ის მოქალაქეა თბილისში, რომელიც შიშის გარეშე გამოხატავს პროტესტს. ჟურნალისტია ბელგრადში, რომელიც კორუფციას ააშკარავებს, შუაღამეს კარზე კაკუნის გარეშე. სტუდენტია ჰონგ-კონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს. უკრაინის მოქალაქეა, რომელიც მომავალს აძლევს ხმას რუსული ცეცხლის ქვეშ…

ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს, და ყოველ საზოგადოებას, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის”, - განაცხადა მაკკლირიმ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა