რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

მოქალაქეები, 293-ე დღეა უწყვეტად გამოდიან რუსთაველის გამზირზე უცვლელი მოთხოვნებით: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშით გადმოინაცვლეს რუსთაველის გამზირზე.

ამ დროისთვის, მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა