ურსულა ფონ დერ ლაიენი - კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ - ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა დამატებითი ზომებით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.

ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას.

რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს.

ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წინაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს