კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა ღაზას ქალაქში საშინელებაა, ის აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას

ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა ღაზას ქალაქში საშინელებაა. ის აუარესებს ჰუმანიტარულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის მძევლების გათავისუფლებას, - ასე ეხმაურება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაში დაწყებულ სახმელეთო შეტევას.

„ისრაელის მთავრობამ საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას“, - აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას, შეუზღუდავი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს