Reuters - ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბრალდებული ბაბაკ შაჰბაზი ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობდა.

მედიის ინფორმაციით, შაჰბაზი კონტრაქტორად მუშაობდა და სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში გამაგრილებელ მოწყობილობებს ამონტაჟებდა, რომელთაც ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.

ირანული მედიის განცხადებით, შაჰბაზი ესმაილ ფექრისთან ერთად მოქმედებდა, რომელიც ირანმა მიმდინარე წლის ივნისში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს