ისრაელის თავდაცვის ძალები - ქალაქი ღაზა 400 000-მდე პალესტინელმა დატოვა

ქალაქი ღაზა 400 000-მდე პალესტინელმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქ ღაზიდან 400 000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაემ ქალაქის დასატოვებლად დროებითი მარშრუტების გახსნის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მარშრუტი ღია მხოლოდ მომდევნო 48 საათის განმავლობაში იქნება.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს