საფრანგეთის საგარეო უწყება - ისრაელის ღაზაზე შეტევას სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია - მოვუწოდებთ, დასრულდეს ეს დამანგრეველი კამპანია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს მოუწოდებს, ქალაქ ღაზაზე დაწყებული შეტევა შეწყვიტოს.

„მოვუწოდებთ, დასრულდეს ეს დამანგრეველი კამპანია, რომელსაც აღარ აქვს სამხედრო ლოგიკა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ადამიანები შიმშილობენ და არ აქვთ წვდომა პირველადი მოხმარების საგნებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე.

„მოვუწოდებთ ისრაელს, დაუყოვნებლივ მოხსნას ყველა შეზღუდვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საფრანგეთი მხარეებს მოუწოდებს „რაც შეიძლება მალე განაახლონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ყველა მძევლის გათავისუფლების მიზნით“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა