კახა კალაძე - გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ - ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ - ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთის საელჩო „ერთ-ერთი მოწინავეა იმ დიპლომატიურ მისიებს შორის, რომლებიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებასა და რევოლუციის მცდელობას ახალისებს“.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ძალადობრივ ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომელიც ახალისებს ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას და ა.შ. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან.“- განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს