პაატა მანჯგალაძე - 700 მილიონი დოლარი ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა

700 მილიონი დოლარი ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პროკურატურის განცხადებას.

მისივე თქმით, „ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა“.

„700 მილიონი დოლარი ეს არის თითქმის 2 მილიარდი ლარი და ეს მხოლოდ ციფრი არ არის.

ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა.

მათთვის ეს ფული სისხლიანი გარჩევების საგნად ქცეულა, მშიერი მგლების ხროვასავით დაერივნენ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიგდონ ხელში. ჩვენთვის კი ეს არის მომავალი, რომლითაც ავაშენებთ ქვეყანას.

რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე?

ამიტომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ და ერთად დავიბრუნოთ ის, რაც ხალხს ეკუთვნის!"- წერს პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს