სერგეი ლავროვი - უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპა ე.წ. სამშვიდობოების, ფაქტობრივად კი, საოკუპაციო ძალების შექმნას განიხილავს, ასევე საუბრობენ უკრაინის თავზე მფრინავი ობიექტების ჩამოგდების, ფრენების აკრძალვისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ევროპა უკრაინაში თავისი კონტინგენტების გაგზავნასაც განიხილავს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ასევე, ლავროვის თქმით, „კიევი „ომის პარტიის“ პოზიციებზე დაყრდნობით მოქმედებს“.

„ევროპაში, ასევე ამერიკაში, არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს