სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა

თბილისის მთავარ გამზირზე, გახსნიდან სამი თვის შემდეგ, სასტუმრო „ტელეგრაფი“ სტუმრებს რამდენიმე სრულიად ახალ სივრცეს სთავაზობს: სასტუმროს პირველ სართულზე გაიხსნა თათუზა ჯაზ-კლუბი, რომელიც ლეგენდარული ქართველი ჯაზ-მუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის, მემკვიდრეობას ეძღვნება. ბოლო სართულზე უკვე ფუნქციონირებს Rolling Stone Rooftop Bar საერთაშორისო მუსიკალური ბრენდის პირველი ბარი რეგიონში. ტერასული რესტორანი ფილოსოფიკო “, ნამდვილი აღმოჩენა გახდება იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის.

ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორს ლინდონ ნერის, საერთაშორისო სტუდია Neri&Hu-ს დამფუძნებელს, რომელმაც განახორციელა სილქ როუდ ჯგუფის ხედვა - ისტორიული შენობის გარდაქმნა თანამედროვე, მრავალფუნქციურ ურბანულ სივრცედ, რომელიც ქალაქის კულტურულ და სოციალურ რუკაზე ახალ მნიშვნელობას იძენს.

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი: “ტელეგრაფი უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად და შეხვედრების საყვარელ ადგილად. ეს არის ერთადერთი სასტურმო საქარველოში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს გამორჩეული, ექსკლუზიური სასტუმროების კოლექციას და გახდა ორგანიზაციის Leading Hotels of the World წევრი. სასტუმროში ადრე გახსნილ რესტორნებს ახლა შეემატა ჯაზ-კლუბი, როლინგ სთოუნ ბარი და იტალიური სამზარეულოს რესტორანი.

თათუზა ჯაზ-კლუბი გაიხსნა ისტორიული კონცერტით - სტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი. საუკეთესო პუბლიკა იყო, არაჩვეულებრივი აკუსტიკა. თბილისში ასეთი კლასის ჯაზ-კლუბი არ გვქონდა. ახლა გვექნება ლაივ კონცერტები და ველით ყველა ჯაზის მოყვარულს თათუზა ჯაზ-კლუბში.

ბოლო სართულზე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, როლინგ სთოუნის, ბარი გავხსენით ნიქ უესტის არაჩვეულებრივი კონცერტით და დარწმუნებული ვარ ესეც თბილისში გამორჩეული მუსიკალური სივრცე იქნება.

ამ სასტუმროს პროექტში ჩვენმა ჯგუფმა განახორციელა 65 მილიონი ევროს ინვესტიცია, რაც რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და გუნდის წევრს, რომლებმაც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქციეს. დიდი მადლობა თიბისის და საქართველოს ბანკს, მათთან ერთად არა ერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.

განსხვავებული დიზაინით, მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითა და უმაღლესი დონის სტუმართმოყვარეობით, „ტელეგრაფი “თბილისში სტუმრებს ახალ სტანდარტს სთავაზობს. ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა კომპანია სილქ დეველოპმენტი, სასტუმროს მართვას კი უზრუნველჰყოფს კომპანია სილქ ჰოსფითალითი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო