ირაკლი კობახიძე - ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები და საელჩოები საქართველოში რადიკალიზმს ახალისებენ

ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა, ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - გიგა ბოკერიასა და გია ბარამიძის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ქმედება ევროპული ქვეყნების იმიჯს აზიანებს.

“სამწუხაროდ, რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში, შესაბამისად, ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს. თან, როდესაც ხვდები არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ პარტიებს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ეს კიდევ უფრო გაუგებარია.

ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას აკვირდება, საზოგადოება ამას აფასებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ევროპული ქვეყნების, ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში ძალიან ცუდად აისახება”, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს