გიგა ბოკერია - რეჟიმისვე შემოთავაზებული ვერსიით, კორუფცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ივანიშვილის გარემოცვის ცხოვრების წესია

პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მასთან დაახლოებული პირების დაკავებას ეხმაურება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ივანიშვილის გუნდში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.

"გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირების და მათთან დაკავშირებული ადამიანების დაკავებები და რეჟიმის პროპაგანდის მიერ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი სხვა დანაშაულების შესახებ.

ამ ბრალდებების მიხედვით, ისინი მხილებულნი არიან მაღალი დონის მასშტაბურ კორუფციაში და ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში.

ეს ყველაფერი ღრმა კრიზისზე მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც საზოგადოების მხრიდან მათი მორალური იზოლაცია და წნეხია.

რაც მთავარია, რეჟიმისვე მიერ შემოთავაზებული ვერსიით, კორუფცია, მექრთამეობა, ნეპოტიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ივანიშვილის გარემოცვის ცხოვრების წესია.

მათი პროპაგანდა გვეუბნება, რომ ამ დაკავებებით რეჟიმი კორუფციას ებრძვის, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაკავებები მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ესა თუ ის თანამდებობის პირი, ესა თუ ის ფრაქცია, კლანი ივანიშვილის კეთილგანწყობას და თანამდებობებს დაკარგავს.

სისტემა განა თანასწორად ებრძვის ნებისმიერს, გინდ ძალაუფლება ჰქონდეს, გინდ არა, თუკი კორუფციაშია ჩართული.

არა, სანამ ივანიშვილის კეთილგანწყობა და მაღალი თანამდებობა გაქვს, მანამდე შეგიძლია ეს ყველაფერი აკეთო და თუ მის კეთილგანწყობას დაკარგავ, მერე შეგექმნება პრობლემები.

ასე რომ, დასკვნა ერთადერთია: ივანიშვილი და მისი გარემოცვა, გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი, არსებობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარჯზე.

და ეს კიდევ ერთი არგუმენტია, სხვა მრავალთან ერთად, თუ რატომ არის აუცილებელი ამ ადამიანის და მისი გარემოცვის ჩამოცილება ძალაუფლებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო