თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად “MEGOBARI აქტის” ინიციატორ კონგრესმენ, ჯო უილსონს შეხვდა.

”დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე საქართველოს კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით,

„მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს არის ის, რომ „მეგობარი აქტი", აშშ-ში აღარ არის აქტუალური, აღარ დგას დღის წესრიგში, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. განხილვები აქტიურად მიდის, მათ შორის სენატში, იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა, წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს „მეგობარ აქტთან“ ერთად, რაც იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების წინაპირობა - იმ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც დაასამარა ტრამპის სასტუმროს პროექტი საქართველოში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებდა, როდესაც ამბობდა, რომ მას ფული გადაუხადეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება საქართველოში, არა მხოლოდ „ტრამპ თაუერი“ აშენდება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ღირსეული და სანდო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი მეგობრებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა