ABC-მ, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, კიმელის შოუ ეთერიდან მოხსნა

ABC-მ, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, კიმელის შოუ ეთერიდან მოხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Disney-ს მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის შოუ - Jimmy Kimmel Live ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა.

„გასულ შაბათ-კვირას ახალ დაბალ დონეს მივაღწიეთ, MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთით ცდილობს ის ბავშვი, ვინც ჩარლი კირკი მოკლა, ერთ-ერთ მათგანად არ წარმოადგინოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა კიმელმა.

კიმელის კომენტარების შემდეგ აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან ქარიმ ადგილობრივ მაუწყებლებს მოუწოდა, რომ Jimmy Kimmel Live-ის პირდაპირ ეთერში გაშვება შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია გამოძიებას დაიწყებდა და მაუწყებლებს შეიძლება ლიცენზია დაეკარგათ.

„ეს ახლა Disney-ისთვის ძალიან სერიოზული საკითხია. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი ან რთული გზით“, - განაცხადა ქარიმ.

ABC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავია. რეიტინგების პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ მათ გამბედაობა ეყოთ ის გაეკეთებინათ, რაც აუცილებელი იყო“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC-ს მოუწოდა, რომ ჯიმი ფელონისა და სეტ მეიერსის ღამის შოუების წინააღმდეგაც მსგავსი ნაბიჯები გადადგას.

ცნობისთვის, ივლისში CBS-მა სტივენ კოლბერის შოუს დახურვის შესახებ გამოაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა