ნინო წილოსანი - „მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კანონით ისჯება - მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, კანონით შესაბამისად იყოს დასჯილი

„მშვიდობიანი დამხობისკენ" მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით - მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი, - ამის შესახებ პარლამენტი ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ „მშვიდობიანი დამხობის„ იდეამ რაიმე მასშტაბი შეიძინოს.

„ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული და კონსტიტუციური გზა არის ხალხის ნება და არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი. ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, თუ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება „მშვიდობიანი დამხობა“ და „ლამაზი რევოლუცია", ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს. რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს - იმედი მაქვს, არსებული პირები ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს. იმედია, ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, „მშვიდობიან დამხობას“ შეესაბამება“, - განაცხადა წილოსანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა