კახა კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრების ბრიუსელში გამგზავრებაზე - არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია

ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი, ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი ბრიუსელში გაემგზავრნენ.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ადამიანების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.

„არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოს სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეს ცხადია. ეს ადამიანები ვერ მალავენ თუნდაც თავიანთ ქმედებებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართველებს შეეზღუდოთ უვიზოდ გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში. არაერთი განცხადება გაკეთდა, მოწოდებებსაც კი აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს შესაძლებლობა ჩამოგვართვან. მანამდე გახსოვთ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემა იყო, კაბინეტებში დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი, ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი ფიქრობს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ბრიუსელში გამგზავრება არჩევნებს არ უკავშირდება. კახა კალაძის შეფასებით, „ოპოზიცია გაფარჩაკებულია და მითითებებს საელჩოებიდან იღებს“.

„თავიანთმა პატრონებმა ყველაზე კარგად იციან, თქვენ არ იფიქროთ, არ აქვთ სრული ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, ყველაზე უკეთესად იციან მათ, თუ როგორი გაუბედურებული, "გაფარჩაკებული" არის დღეს ოპოზიცია, ოპოზიციასაც ვერ დავარქმევ, ეს აგენტურის წარმომადგენლები. მითითებებს იღებენ, შემთხვევით კი არ დადიან საელჩოებში, ზოგიერთი წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინ რომ „გამოიჭირეს“. ასევე, დააკვირდით დიპლომატებს, უცხოელი დიპლომატები პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს“,-განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის