თაზო დათუნაშვილი - ირაკლი კუპრაძეს ექნება პირისპირ შეხვედრა ბრიუსელის მერთან და საუბარი შეეხება ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას

დღეს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტით გაემგზავრნენ.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიდერებს ბრიუსელში ხვდება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, რომელიც ევროპის დედაქალაქში ვიზიტის დასაგეგმად იმყოფება.

მათივე ცნობით, ევროპის დედაქალაქში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის და ქალაქ ბრიუსელის მერის ფილიპ კლოზის შეხვედრა.

ვიზიტის მიზანია თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალების განხილვა, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.

„ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად. გვაქვს შეხვედრები ევროსტრუქტურებში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს მაღალი დონის შეხვედრა ბრიუსელის ცენტრალური ნაწილის მერთან. ეს იქნება პირისპირ შეხვედრა და საუბარი შეეხება ჩვენს ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას და რა თქმა უნდა იმ ვითარებას, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მოგეხსენებათ, ბრიუსელის მერი არის ევროპული პოლიტიკური წრეების საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გავლენიანი პოლიტიკოსი ბელგიაში, ამდენად ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქთან ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის