ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში იმყოფებოდნენ

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროების დროს ადგილზე ამოსვლა დიდი პრობლემაა სასწრაფო დახმარების და სახანძრო ბრიგადებისთვის.

„როგორც იცით, ზაფხულის მერე ხარაგაულში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე ვერ გვეუბნებიან, რა შეიძლება გამხდარიყო მიწის დაძვრის მიზეზი. სანახაობა, რომელიც ადგილზე გხვდება, მხოლოდ საშინელებათა ფილმში მაქვს ნანახი.

ხარაგაულს ცნობილი მავნებელი და მექრთამე ჰყავს მერად - კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც თავის ძმასთან ერთად მთელი ხარაგაული გადაჭამა. მის პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა ექნებათ ადგილობრივებს.

ამ ბედოვლათების და მავნებლების ხელში, ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამ წუთებში ადგილობრივებს აწუხებთ არის გაურკვევლობა, არავინ აწვდის ინფორმაციას როდის გაიყვანენ აქედან, საერთოდ გაიყვანენ თუ არა. გზის დიდი ნაწილი მეწყერმა შეჭამა, ახალი გზა გაიყვანეს ფართხაფურთხით, სახელდახელოდ, რის გამოც გზა 22 კილომეტრით დაგრძელდა, მაგრამ ეს გზაც გზად არ ვარგა.

სამი კვირის წინ იყვნენ მხოლოდ მოსულები [„ოცნების“ წარმომადგენლები], დაჰპირდნენ, რომ კიდევ მოვიდოდნენ, მაგრამ იმის მერე არც მოსულა არავინ და არც რაიმე ინფორმაციას აძლევენ არც კომპენსაციაზე, არც გადაყვანაზე. ხალხი უიმედოდაა და შიშით შეჰყურებს მომავალ ზამთარს.

მეორე ამბავი, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაადგინა, რომ ეკომიგრანტებისთვის კომპენსაცია უნდა იყოს 30 ათასი ლარი. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, საშინელი ინფლაცია იყო ქვეყანაში, მაშინდელი 30 ათასი ლარი დღეს გაცილებით ნაკლებია, ვერავინ ვერაფრის ყიდვას ვერ შეძლებს, ეს თანხა აუცილებლად გასაზრდელია.

ეს რაელობა უნდა შევცვალოთ 4 ოქტომბერს აუცილებლად!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

„ხარაგაულში სტიქიის ზონაში წვიმების სეზონს შიშით ელიან. დამეწყრილ სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში 70-მდე ოჯახმა უკვე დატოვა სახლ-კარი. ის რამდენიმე ოჯახი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში აგრძელებს ცხოვრებას, უკვე მეოთხე თვეა ელის დასკვნას, შეიძლება თუ არა ცხოვრების გაგრძელება ტერიტორიაზე. ნაპრალები მიწაში უფრო და უფრო დიდდება. სოფლების მცხოვრებნი შემოდგომის ნობათის გადარჩენას ცდილობენ და არ იციან როგორ უნდა დახვდნენ ზამთარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის