სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება

რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისები მოვძებნოთ, იმ პირობით, რომ ჩვენი კანონიერი უსაფრთხოების ინტერესები დაცული იქნება, ასევე უკრაინაში მცხოვრები რუსი ხალხის კანონიერი ინტერესები და მსგავსი შეთანხმების სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესები“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, „დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას“.

„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ ეს ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ ხელოვნურად შექმნილი ომია და ამჟამინდელი ადმინისტრაციის ფილოსოფიას არ ასახავს, მისი დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა ნორმალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას. თუმცა, ესეც რთული იქნება, რადგან აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მოგვარების თავისებური მიდგომა აქვს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა