გიორგი შაიშმელაშვილი - წლების მანძილზე ვისმენთ საუბრებს შეთქმულებებზე, რევოლუციის მცდელობებზე, ამოღებაზე - „ჰექსოგენის“ საქმეზე უკრაინის სპეცსამსახურების დადანაშაულება ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელებაა

უკრაინის სპეცსამსახურების დადანაშაულება არის იმ ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი შაიშმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ „ჰექსოგენის“ საქმეზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შაიშმელაშვილი უკრაინის სპეცსამსახურების დადანაშაულებას ანტიდასავლურ პოლიტიკად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის სერიოზულ რისკებს ქმნის.

„არ ვენდობი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რადგან მისი პოლიტიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. წლების მანძილზე ვისმენთ შეთქმულებებზე, ამოღებაზე, რევოლუციის მცდელობებზე საუბრებს. უამრავი ასეთი საქმეა აღძრული, საბოლოო ჯამში არ მისულა სასამართლომდე. უკრაინის სპეცსამსახურების დადანაშაულება ეს არის იმ ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია. ორ ვერსიას გვთავაზობენ. ერთის მიხედვით, თითქოს ასაფეთქებელი ნივთიერება შესაძლოა მიმართული იყო საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით და მეორე, მას შეიძლება თბილისში რაღაც დანიშნულება ჰქონოდა. ორივე შემთხვევაში კატასტროფასთან გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ვერსია არის ტყუილი.

თუ თეორიულად მაინც დავუშვებთ იმას, რომ უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთში რამეს აკეთებდნენ, ამის ასე გასაჯაროება და უკრაინასთან ღია წინააღმდეგობაში შესვლა, არის სერიოზული პრობლემა ჩვენთვის. მინიმუმ ამის კორექტულად გაკეთება შეიძლებოდა. როგორც წესი ასეთი ამბები ხდება დახურულ კარს მიღმა.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის ვერსიას, ეს ვერსია არც კი განუვითარებია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დაველოდოთ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია მოგვაწოდონ და საერთოდ წავლენ თუ არა ამ მიმართულებით. მგონია, რომ ამ შემთხვევაში ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის ანტიდასავლურად განწყობა. მეორე მხრივ, 4 ოქტომბრის წინ უნდათ იმ ტიპის ვითარების შექმნა, როდესაც ადამიანები შიშის გამო მოერიდებიან 4-ში რუსთაველზე გასვლას ან ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ამ დღეს განახორციელებენ იყოს გამართლებული, თითქოს დიდი დანაშაული აღკვეთეს“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა