დენის შმიგალი - უკრაინა, რუსეთის დრონების გასანეიტრალებლად, უახლოეს მომავალში დღეში 1 000-მდე დრონის გამოყენებას დაიწყებს

უკრაინა მალე დღეში მინიმუმ 1 000 დრონის გამოყენებას დაიწყებს, რუსული დრონების მასიური თავდასხმებისგან თავის დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ერთ ღამეში, უკრაინის წინააღმდეგ, ზოგჯერ, 800-მდე დრონს იყენებს, ამიტომ უკრაინას დღეში მინიმუმ 1 000 დრონი სჭირდება მათ გასანეიტრალებლად.

„ამ დონეს მივაღწევთ. ვერ ვიტყვი, რა არის ამჟამინდელი დონე, მაგრამ უახლოეს მომავალში ამის მიღწევა მოხდება“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, პრობლემა და სირთულე არსებობს მიწისზედა კონტროლის სისტემების, რადარებისა და სხვა ელემენტების არსებობაში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

„ეს დიდი კომპლექსია და მის განხორციელებას ცოტა დრო დასჭირდება. თუმცა, ჩვენ თავდაჯერებულად, გრაფიკის მიხედვით მივდივართ ამ მიზნისკენ“, - აღნიშნა შმიგალმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს