დავით ონოფრიშვილი სინგაპურში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობს

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი დავით ონოფრიშვილი ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18-19 სექტემბერს, სინგაპურის ფულად-საკრედიტო ადმინისტრაციაში იმართება IAIS-ის აღმასრულებელი კომიტეტისა და მაკროპრუდენციული კომიტეტის

ერთობლივი სხდომა, სადაც დავით ონოფრიშვილი წარმოადგენს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონის ქვეყნებს.

„სხდომაზე განიხილავენ სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და სისტემურ გამოწვევებს, რომლის მიზანია გამოცდილების გაზიარება და ისეთი სადაზღვევო პოლიტიკის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს გლობალური სადაზღვევო ბაზრის მდგრადობასა და სტაბილურობას. ასევე დაზუსტდება და შეთანხმდება ორგანიზაციის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები. სხდომის დღის წესრიგი მოიცავს ისე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მიმდინარე წლის კოლექტიური დისკუსიების პრეზენტაციები დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებებით, მონიტორინგის შედეგების განხილვა და სისტემური რისკების შეფასება; სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის ანალიზი და გლობალური ბაზრის ტენდენციების შეფასება; მაკროპრუდენციული პოლიტიკის განვითარების მიმართულებები; საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

დავით ონოფრიშვილი როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სადაზღვევო ზედამხედველობის განვითარებისა და რისკების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროცესებში. მისი მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში მნიშვნელოვანია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

IAIS არის წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სადაზღვევო ზედამხედველ ორგანოებს და ავითარებს რეგულაციურ სტანდარტებს, რისკზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს და ფინანსური სტაბილურობის დაცვის მექანიზმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო