რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 296-ე დღე მიმდინარეობს.

აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და აქციას შეუერთდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა