რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო, ესტონეთი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო, ესტონეთი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით სამი რუსული „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.

ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ

გაქცეულიყვნენ.

მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატო-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, - წერს კრისტენ მიხალი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026