პოლონეთის სასაზღვრო სამსახური - ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა

ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

“ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს Petrobaltic-ის პლატფორმას ბალტიის ზღვაში. დარღვეულ იქნა პლატფორმის უსაფრთხოების ზონა. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამსახურებს ინფორმაცია მიეწოდათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, იმავე დღეს, 19 სექტემბერს, სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მასში ჯამში 12 წუთი გაატარეს. თავის მხრივ, ნატო-ში განაცხადეს, რომ მათ საპასუხოდ საბრძოლო თვითმფრინავები აწიეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები