დონალდ ტრამპი - ვენესუელამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა პატიმარი, რომელიც მათმა “ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს აშშ-ში - მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება

ვენესუელამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა პატიმარი, რომელიც მათმა “ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს აშშ-ში, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდიან, უთვალავი იქნება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

“გვინდა, რომ ვენესუელამ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა პატიმარი და ხალხი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რაც ყველაზე ცუდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მოიცავს, რომლებიც ვენესუელის “ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა, და მოკლულიც იქნა, ამ “მონსტრების” მიერ. მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, ახლავე, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება!” - წერს ტრამპი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია