ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას მოითხოვს

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ განიხილავს, აიძულებს ევროპის ქვეყნებს, ხელი მოაწერონ, რომ შეებრძოლებიან რუსეთს, თუ მოსკოვი მომავალში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს კვლავ დაიწყებს.

„უსაფრთხოების გარანტიები, არსებითად, შემაკავებელი ფაქტორია. ეს შემაკავებელი ფაქტორი დამაჯერებელი უნდა იყოს და იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, ის ძლიერი უნდა იყოს“, - განუცხადა სტუბმა Guardian-ს.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ძალაში მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი შეთანხმების შემდეგ შევა, მაგრამ მათ ფორმატზე რუსეთს ვეტოს უფლება არ ექნება.

„რუსეთს აბსოლუტურად არანაირი ხმა არ აქვს დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, ჩემთვის საკითხი არ დგას ასე: დათანხმდება თუ არა რუსეთი. რა თქმა უნდა, ისინი არ დათანხმდებიან, მაგრამ საქმე ამაში არ არის“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დიდი შანსი არ არსებობს.

„ეს ომი მისთვის ძალიან დიდია იმისთვის, რომ წააგოს. მან, ალბათ, უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით "ცივი ომის" დასრულების შემდეგ, და ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ჩავარდა. საკითხავია, როდის მივა ის მოლაპარაკების მაგიდასთან, იმედია, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მაგრამ ახლა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა სტუბმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს