გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს

გაერთიანებული სამეფო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„დღეს, მშვიდობისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის იმედის აღსადგენად, მე, როგორც ამ დიდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნათლად ვაცხადებ, რომ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - აღნიშნა კირ სტარმერმა ვიდეო განცხადებაში.

მისი თქმით, ეს ნიშნავს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად.

„ამ ეტაპზე არცერთი არ გვაქვს“, - დასძინა სტარმერმა.

მანამდე, პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების შესახებ განცხადება გააკეთეს კანადამ და ავსტრალიამ.

„კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და გთავაზობთ ჩვენს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივის შექმნაში“, - აღნიშნულია კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემაც. მისი თქმით, ავსტრალია ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ეს ნაბიჯი, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ახალი მომენტის შექმნის მიზნით კოორდინირებული ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა