ესტონეთმა, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

გაერო-ს უშიშროების საბჭო, ხვალ რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს განიხილავს, -

ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთის თავზე ნატო-ს საჰაერო სივრცის აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ, როდესაც შეიარაღებული MiG-31 გამანადგურებლები 12 წუთით შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, 22 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - აგრძელებს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„რუსეთის უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარასკევს, სამი რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია