თეონა აქუბარდია - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები ჭარბობს

[გაეროს გენერალურ ასამბლეაზე] კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დე ფაქტო საქართველოს და რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები ჭარბობს - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტი.

როგორც მან განაცხადა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილი ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რიტორიკას გააგრძელებს.

„2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო კამათი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, თუ ვინ წავიდოდა გაეროს სხდომაზე და ყოველთვის პრემიერის სასარგებლოდ წყდებოდა დავა, განსხვავებით დღევანდელობისგან. არ ვფიქრობ, რომ აშშ-ში ირაკლი კობახიძე იყოს სასურველი სტუმარი ან მას ვინმე ხელს ართმევდეს, ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე. არ ველოდები, რომ რაიმე განსხვავებულს იტყვის ყაველაშვილი იმის გარდა, რაზეც ის პარლამენტში საუბრობდა, იქნებოდა ეს ანტიდასავლური თუ ანტიდემოკრატიული რიტორიკა. ნამდვილად დაშორებული იქნება ის სათქმელი სავარაუდო სათქმელისგან, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და ეს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ინტერესების სამსახურში იქნება. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დე ფაქტოდ საქართველოს და რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები ჭარბობს“,-განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, მან კორუფციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ყალბი და აჩვენებს რეჟიმის შიდა „კლანურ“ დაპირისპირებას.

„არავის სჯერა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ირაკლი კობახიძის იმიტომ, რომ თავად კორუფციაზე დგას მთლიანად ივანიშვილის რეჟიმი. ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური“ დაპირისპირება და იმ ფულის გადანაწილება, რომელიც ახლა ირაკლი კობახიძის ხელში უნდა კონტროლდებოდეს. ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში რეგისტრირდება არის არა ქვეყნის, არამედ რეჟიმის ინტერესი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიდა „კლანურ“ დაპირისპირებას და იმ სიყალბეს, რასაც კორუფციასთან ბრძოლა ჰქვია“, - განაცხადა აქუბარდიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო